მკითხველთა კლუბის პროგრამა
კომპანია: მკითხველთა კლუბის შექმნის თაობაზე განცხადებას გავაკრავთ როგორც სკოლის საინფორმაციო ბანერზე, ასევე სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დავამზადებთ საინფორმაციო ბუკლეტებს, სადაც მოცემული იქნება კლუბის კონცეფცია და გავუგზავნით მშობლებს, რათა გამოვიწვიოთ მათი დაინტერესება.
კალენდარი:
კვირაში ერთხელ;
დრო: ერთი საათი;
როდიდან-როდემდე: 07.10.2019 – 10.06 – 2020 წ.
შეხვედრა | საკითხი | აღწერა |
I | საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; ფუნქციების გადანაწილება. | გაეცნობიან კლუბის მუშაობის სტრუქტურას.გამოთქვამენ საკუთარ აზრსა და მოლოდინებს კლუბის მუშაობის შესახებ. |
II | კლუბის კონცეფციისა და პროგრამის გაცნობა. | გაეცნობიან კლუბის მიზნებს, ამოცანებსა და პროგრამას. |
III | წიგნის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში? ვინ არის მკითხველი? | მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ აზრს წიგნიერებაზე და ზოგადად წიგნიერ ადამიანებზე.მოიძიებენ ინფორმაციას წიგნიერებისა და კითხვის მნიშვნელობის შესახებ. |
IV | წიგნი და კომპიუტერი? | შეადარებენ ერთმანეთს წიგნსა და კომპიუტერს, იმსჯელებენ მათ როლზე ადამიანის ცხოვრებაში. |
V | ,,ჩვენ ვკითხულობთ რევაზ ინანიშვილს” | იმსჯელებენ რევაზ ინანიშვილის ნოველებში აღწერილ პრობლემებზე. |
VI | ლიტერატურული ვიქტორინა | რევაზ ინანიშვილის ნოველების ცოდნის შემოწმება კითხვა-პასუხის მეშვეობით. |
VII | 1937 წლის რეპრესიებზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება | იმსჯელებენ, გაანალიზებენ და შეაფსებენ ნანახ დოკუმენტურ ფილმს და გამართავენ დისკუსიას. |
VIII | გალაკტიონ ტაბიძის პირადი წერილებისა და დღიურების გაცნობა. | გაეცნობიან გალაკტიონ ტაბიძის პირად დღიურებსა მიიღებენ ინფორმაციას გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას ურთიერთობის შესახებ. |
IX | ფილმის ჩვენება გალაკტიონ ტაბიძეზე. | მიიღებენ ინფორმაციას გალაკტონ ტაბიძის ცხოვრების მათთვის უცნობ დეტალებზე. გამოთქვამენ საკუთარ აზრს გალკტიონის თვითმკვლელობის მიზეზებზე. |
X | მზადება გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული საღამოსთვის. | მოამზადებენ ლექსებს, წაიკითხავენ წერილებს და დღიურებს. |
XI | პრეზენტაცია გ.ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე | მოამზადებენ ვიდეო მასალას და კედლის გაზეთს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების ამსახველი ფოტო მასალითა და ინფორმაციით.
|
XII | ნილოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილების გაცნობა. | ეწვევიან დადიანების სასახლე ს ზუგდიდსში და გაეცნობიან ეკატერინე ჭავჭავაძის პირად ნივთებს. |
XIII | კონსტანტინე გამსახურდიას ,,ზარები გრიგალში“ წაკითხვა. | განიხილავენ, შეაფასებენ, გამოთქვამენ საკუთარ აზრს წაკითხული ნაწარმოების შესახებ. |
XIV | ფილმი კ.გამსახურდიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. | ნახავენ ფილმს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. |
XV | ექსკურსიის მომზადება კ. გამსახურდიას სახლ-მუზეუმში. | განიხილავენ ექსკურსიისთვის საჭირო დეტალებს. |
XVI | ექსკურსია კ. გამსახურდიას სახლ-მუზეუმში. | მოინახულებენ სახლს, სადაც დაიბადა და გაიზარდა კ.გამსახურდია. |
XVII | ექსკურსიაზე მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა. | ერთმანეთს გაუზიარებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს და წარმოადგენენ კედლის გაზეთს მიღებული ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების შესახებ.მოაწყობენ პრეზენტაციას . |
XVIII | 25 თებერვალი და მარო მაყაშვილი. | გაეცნობიან 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებს. წაიკითხავენ, გაანალიზებენ და შეაფასებენ მარო მაყაშვილის პირად დღიურებსა და წერილებს. |
XIX | პრეზენტაცია მარო მაყაშვილზე. | მოამზადებენ კედლის გაზეთებსა და სლაიდ-შოუს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. |
XX | სტუმრობა არტ-გალერეაში. | დაათვალიერებენ თანამედროვე ფერმწერთა ნახატებს. |
XXI | ტერენტი გრანელის ბიოგრაფიის გაცნობა. | დაამუშავებენ ტ.გრანელის ცხოვრების უცნობ დეტალებს. |
XXII | ნახავენ ფილმს ტერენტი გრანელის ცხოვრების შესახებ. | განიხილავენ, გაანალიზებენ და შეაფსებენ ტერენტი გრანელის ცხოვრების გზას. |
XXIII | ექსკურსია ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში. | დაათვალიერებენ ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს. |
XXIV | პრეზენტაცია ტერენტი გრანელზე. | მოამზადებენ კედლის გაზეთსა და სლაიდ- შოუს ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. |
XXV | გიორგი კეკელიძის ,,გურული დრიურების“ წაკითხვა.
| გაეცნობიან თანამედროვე მწერლის შემოქმედებას. |
XXVI | გიორგი კეკელიძის ,,გურული დღიურების“ განხილვა. | გამოთქვამენ საკუთარ აზრს წაკითხული წიგნის შესახებ. |
XXVII | სტუმარი სკოლაში. | მოვიწვევთ სტუმრად გიორგი კეკელიძეს. |
XXVIII | 9 აპრილის ტრაგედია. | მოაწყობენ პრეზანტაციას 9 აპრილის მოვლენებისა და გმირულად დაღუპულთა შესახებ. |
XXIX | დედაენის დღესთან დაკავშირებით კონფერენციისა და კონკურსების მოწყობა. | მოაწყობენ კონფერენციას დედაენის დაცვასთან დაკავშირებით. გაიმართება ესეების კონკურსი. |
XXX | ბუნებაში გასვლა . | მოვაწყობთ გასვლით ღონისძიებას ბუნებაში, სადაც წაიკითხავენ ლექსებს, შეასრულებენ სიმღერებს და გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. |
ღონისძიებები:
ექსკურსიები, პრეზენტაციები,მოსამზადებელი შეხვედრები,
არტ გალერეაშისტუმრობა, სტუმარი სკოლაში, კონფერენცია,
ესეების კონკურსი,ვიდეო ფილმების ჩვენება,ბუნებაში გასვლა.
No comments:
Post a Comment